ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
18 მაისი, 2020

ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან გაგა კირკიტაძესთან შეხვედრა გამართა.  

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.   

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  სააგენტოში  ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის სამსახური შეიქმნა, რომლის  ძირითად ფუნქციებს,  ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირების ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ასევე, უახლოეს მომავალში, ფუნქციონირებას დაიწყებს ინტეგრაციის ცენტრი, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს ქართული ენის შესწავლისა და სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ცენტრის თანამშრომლები ბენეფიციარებს კონსულტაციას გაუწევენ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვისა მიმართულებით არსებულ სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით.

დევნილთა სააგენტოსა და მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი სერვისების შეთავაზების მიზნით, მომავალში,  კოორდინირებული მუშაობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.     

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო