ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა
15 მაისი, 2020

აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა

ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. „საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები, რაც "დიტრა"-მ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშულებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“ - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას. „პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკები, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მე მადლობა მინდა გადავუხადო "დიტრა"-საც, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ღონისძიებაში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექსპო-ჯორჯიას, რომელმაც ორი თვის განმავლობაში უფასოდ დაგვითმო სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებები. აღნიშნულ ნივთებს ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ ჩვენს ექიმებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან კოვიდ ინფექციის დამარცხებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა. „დიტრა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა უწყებებს გადასცემს პირადი დაცვის საშუალებებს, ესაა ქირურგიული და რესპირატორული ნიღბები, დამცავი სათვალეები, ხალათები და სხვა. აღნიშნული ნივთებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების მომარაგება, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან. ჩვენ განვაგრძობთ დონაციას და პირადი დაცვის საშუალებებს გადავცემთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს, სასაზღვრო პოლიციას, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სხვა უწყებებს“, - აღნიშნა "დიტრა"-ს პროგრამების ასისტენტმა, არლინ აურიჰანმა. „პისიარ“ ტესტირების აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ტვირთის გადაცემა ექსპო-ჯორჯიაში, ჯანდაცვის სამინისტროს დროებითი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. აშშ-ს ელჩმა საწყობის ტერიტორია და ის პირადი დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგში აქვს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო