ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან  გაიხსნება
14 მაისი, 2020

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან  გაიხსნება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დარგისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა და ბიზნესომბუდსმენმა, სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან  ერთად განიხილეს.

როგორც შრომის პირობების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აღნიშნავს ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, პროცედურაზე მიღება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს, სალონების შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებას 20-ზე მეტი დასაქმებული ყავს უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი, რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს დამცავი გამჭირვალე ბარიერი, აღნიშნული ბარიერი უნდა დამონტაჟდეს იმ შემთხვევაშიც თუ სალონები ვერ მოახერხებენ მომხმარებელთა შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას.

სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც  დარგის  სამუშაო სპეციფიკა ასევე, მათი შენიშვნები.

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო