ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ონსა და ცაგერში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ
10 მაისი, 2020

ონსა და ცაგერში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილთა,ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ონსა და ცაგერში, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.

 

დევნილთა სააგენტოს დირექტორი და მხარის რწმუნებული იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

 

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის მიზნით,  ამხანაგობების შექმნის რეკომენდაცია მისცა.

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები, ჯამში, 29 დევნილ ოჯახს გადაეცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო