ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება
30 აპრილი, 2020

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება იწყება. 

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უნდა განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია  (ბმული : http://orginspect.moh.gov.ge/#/login)

მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, კერძოდ:

  • მუნიციპაური სამსახურები;
  • სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
  • სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო;
  • სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;
  • სსიპ შემოსავლების სამსახური;
  • სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

 

იმისთვს რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს ან მეწარმე სუბიექტს მიენიჭოს ეკონომკური საქმიანობის განხორციელების  უფლება, უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  შემუშავებულ რეკომენდაციებს. აღნიშნული პროცესი საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალუირად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და  ეკონომიკის გახსნინს პროცესი იყოს მდგრადი.

 

 (შესაბამისი ბრძანება და  რეკომენდაციები იხილეთ ბმულზე:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4845540?publication=0 )

 

ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისთვის მსურველმა პირმა პირველ რიგში უნდა მოახდინოს განაცხადის შევსება, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე. სავალდებულოა ყველა ველის სრულყოფილი შევსება, რათა შესაძლებელი იყოს განაცხადის გაკეთება. მას შემდეგ რაც ორგანიზაციის მიერ მოხდება განაცხადის გაკეთება, ზემოაღნიშნული უწყებების მიერ მოხდება ობიექტის შემოწმება, შემოწმების დროს სათანადო კითხვარის შევსება და ინსპექტირების აქტის შედგენა. შემოწმების შედეგების შესახებ განმცხადებელს ეცნობება არაუმეტეს 2 დღის ვადაში.  სამუშაო პროცესის აღდგენა მოხდება საქართველოს მთავრობის გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული პროცესი არის სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შემოწმების შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით, როდესაც ერთი უწყების მიერ ხდება ყველა პროცესის წარმართვა, განცხადების მიღებიდან - შემოწმების შედეგების განმცხადებლისთვის გაცნობის ჩათვლით. შესაბამისად, ეს არის პროცესი, როდესაც ბიზნესს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ მან ამ რთულ პერიოდში მოახერხოს მარტივად და ეფექტურად მოახერხოს ერთის მხრივ ინფექციის გავრცელების მძიმე შედეგების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო