ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა
27 თებერვალი, 2020

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. მთავარი აქცენტი კვლავაც პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და სასაზღვრო ზონებში კონტროლის გაძლიერებაზე კეთდება.  

მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იგეგმება პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერება და  დამატებითი მარაგების შესყიდვა.

„იგეგმება თერმული სკრინინგის გაძლიერება, კონტაქტების კიდევ უფრო დეტალურად გამოკვლევა და მაღალი რისკის პირების იდენტიფიკაცია. ნებისმიერი ადამიანი, მოგზაური, რომელსაც ექნება მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის რეგიონებიდან, ასევე  ტემპერატურის მომატება გადამისამართდება ინფექციურ საავადმყოფოში, ეს სტანდარტული პროცედურაა და რა თქმა უნდა გაგრძელდება. ასევე შევაფასეთ არსებული მარაგების რაოდენობა და დაიგეგმა დამატებით  მარაგების შესყიდვა, რასაც დაუყოვნებლივ ვუზრუნველყოფთ, იმისათვის, რომ სრულად იყოს ეკიპირებული ყველა ის სამსახური, ვინც მონაწილეობს უშუალოდ სამედიცინო სერვისის მიწოდებაში ან აქვს პაციენტთან უშუალო კონტაქტი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების მზაობას, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სამსახურების მეტად გააქტიურება და  მათთან ინსტრუქტაჟის გაძლიერება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ის პაციენტი რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა  თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი, ამავედროს რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.  

საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. მისი წევრები კი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელები არიან.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მათი ბრიგადები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა მობილიზებული.

„ყველა სასაზღვრო პუნქტზე საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტებზე აბსოლუტურად ყველგან მობილიზებულია ჩვენი ბრიგადები. მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის სკრინინგი რომლებიც ჩაითვლებიან საეჭვოდ და ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში. ყველა ბრიგადა არის მზად იმისთვის, რომ საზღვრიდანვე მოახდინონ დროული ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებაში, ეს იქნება ინფექციური საავადმყოფო თუ საკარანტინო ტერიტორია“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო