ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრის განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით
26 თებერვალი, 2020

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

 „პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი.  ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლუტურდ  სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ  პირებზეც, რომლებიც  ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ჩვენ უკვე შემოვიღეთ დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის  იყო საჭირო. საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა.  მზად ვართ ამისთვისაც. ჩვენ არ ვართ მომხრე, საქართველოში შემოსვლა სრულიად ავკრძალოთ, ვინაიდან გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი და ის შემოსული მოქალაქეები, რომლებსაც  დახმარება ესაჭიროებათ მოვათავსოთ სტაციონარში  ან კარანტინში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება იტალიას, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნულ ქვეყანასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციები ჯერჯერობით არ იგეგმება. ამასთანავე საქართველოს საელჩო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალიიდან შემოსული მგზავრები აქტიურად მოწმდებიან საზღვარზე, სპეციალისტების მიერ და საჭიროების შემთხვევაში ყველას შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს 34 მოქალაქის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პირები საუკეთესო პირობებში იმყოფებიან. საჩხერის სასტუმრო კომპლექსი კი იმ მიზნით შეირჩა, რომ კლინიკასთან ახლოს მდებარეობს და აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

რაც შეეხება პირბადეების მარაგს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და შესაბამისად საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მომწოდებლებმა დამატებით შემოიტანონ პირბადეები, შესაბამისი ღირებულებით.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო