ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
14 თებერვალი, 2020

კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.  უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.

თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ „მწვანე ზონაშია“,  პრევენციული ღონისძიებები მაინც მაღალი ინტენსივობით გრძელდება.

“დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის განათლება და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმოქმედოთ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულ მზადყოფნაში კორონავირუსის პრევენციისთვის”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ, ბოლო დღეებში ჰუბეიში ინფიცირებულთა რიცხვის დრამატულად გაზრდა შემთხვევების აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ამ პროვინციაში ნებისმიერ ვირუსულ შემთხვევას, შესაბამისი კვლევის ჩატარებამდე, კორონავირუსად აღრიცხავენ, რაც სტატისტიკაზეც აისახა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად იძლევა დეტალურ ინფორმაციებს. პროგნოზულად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება. დღეს ვასრულებთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მღელვარებისგან და პანიკისგან”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო