ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
გადამდებ დაავადებათა საკითხებთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა
13 თებერვალი, 2020

გადამდებ დაავადებათა საკითხებთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის  კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა.

ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში რა თქმა უნდა კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის  წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.

„ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და  С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო