ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი სამინისტროში
13 თებერვალი, 2020

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი სამინისტროში

საფრანგეთის იმიგრაციის და ინტეგრაციის ოფისის დელეგაცია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული ჯანდაცვის სერვისებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებაა.

დელეგაციის წევრებს მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თეა ახვლედიანი შეხვდნენ. თამარ გაბუნიამ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო მიმდინარე რეფორმებსაც. მხარეებმა შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მდგომარეობაც განიხილეს და იმსჯელეს ამ კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

დელეგაციის წევრები ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან და სამედიცინო დაწესებულებებს ეწვევიან.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო