ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრის მოადგილემ თეა ახვლედიანმა, საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
12 თებერვალი, 2020

მინისტრის მოადგილემ თეა ახვლედიანმა, საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თეა ახვლედიანმა, საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ძირითადად, შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმსჯელეს ამ კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. თეა ახვლედიანმა ელჩს, აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს პოზიცია და მიდგომები, ასევე, მიღწეული პროგრესი და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მისი განცხადებით, დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ისრაელის ელჩმა, თავის მხრივ, ისაუბრა შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით აქამდე გაწეულ ძალისხმევაზე და ამ თვალსაზრისით ისრაელის მხარის გამოცდილებაც მიმოიხილა. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო