ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
12 თებერვალი, 2020

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.  აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა, განიხილეს აღნიშნული კუთხით  მიმდინარე რეფორმები. კელი დეგნანმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს.  საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც. ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს პირველი ქვეყანა სადაც С ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება. კელი დეგნანმა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვთანამშრომლობთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე შრომით და სოციალურ სფეროში. განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. საქართველო ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს ვირუსზე რეაგირებისთვის.  მოხარული ვარ იმით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. პრევენციის კუთხით ძალიან კარგადაა სისტემა აწყობილი, რაც მოქალაქეების დაცვის გარანტიაა.

განვიხილეთ ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც გარკვეულწილად  მსგავსია იმისა, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზეც, რასაც სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია მოხდეს, როგორც დასაქმებულთა ასევე ბიზნესის ინტერესების დაბალანსება“, - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო