ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა
28 ნოემბერი, 2019

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოში სამუშაო ადგილებზე, როგორც შრომითი პირობების/ურთიერთობების, ისე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება“ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მომდევნო ექვსი თვის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო სამსახურის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოებას. პროექტი მხარს უჭერს სამინისტროს შემდეგ მიმართულებებს: შრომითი ურთიერთობისა და სამუშაო პირობების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დებულებების შემუშავება და ინსტიტუციონალური მექანიზმების დადგენა შრომითი პირობების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობების გაძლიერება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვისთვის და განხორციელებისთვის.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია დაესწრო.

სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო