ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრის მოადგილე საფრანგეთის ელჩს  შეხვდა
25 ნოემბერი, 2019

მინისტრის მოადგილე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასსთან. ქართულ-ფრანგული ურთიერთობების მნიშვნელობის ხაზგასმასა და სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის მიმოხილვასთან ერთად, თეა ახვლედიანმა ელჩთან შრომითი მიგრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი თემატიკა განიხილა. მხარეებმა იმსჯელეს ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის ელჩს, ამ მიმართულებით, საქართველოს პოზიცია და მიდგომები, ასევე, მიღწეული პროგრესი და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მისი განცხადებით, დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი კომუნიკაციის და ყველა შესაბამის დონეზე მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო