ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან
21 ნოემბერი, 2019

შეხვედრა UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იქმნება.

დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მომდევნო წლის გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2020  წელს,  2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 2000-2500 ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში  250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება.

განსახლების პარალელურად, პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობასაც ენიჭება.  მომდევნო წლიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის, სახელობო იარაღების შეძენისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამებით, დევნილებთან ერთად, ეკომიგრანტებიც ისარგებლებენ. ახლადშექმნილი სააგენტო, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამებსაც განახორციელებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კემლინ ფურლის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში დევნილთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა გაუმჯობესდეს.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველო მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით დიდი პროგრესი აქვს და იმედი მაქვს,  ეს პროგრესი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებითაც გაგრძელდება“, - განაცხადა  კემლინ ფურლიმ.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო