ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა
01 ნოემბერი, 2019

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა

მინდელის სახელობის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებმა ის რეკომენდაციები მოისმინეს, რაც მინდელის შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს. ანგარიში დამოუკიდებელი, გერმანული კომპანია DMT-ის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით არის მომზადებული. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდა. „განვიხილეთ ტყიბულის შახტის ამოქმედების საკითხი, მოგეხსენებათ, ობიექტი უბედური შემთხვევის შემდეგ იყო გაჩერებული. აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრი მონიტორინგი დაწესდა შრომის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის მეშვეობით, დაიწერა ძალიან კომპლექსური დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინვესტორი სრულიად იზიარებს ამ ანგარიშს და მზად არის, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა მოამზადოს, რისთვისაც ჩვენი რეკომენდაციით იგივე გერმანელი სპეციალისტები ყავთ ჩართული. მათი მეშვეობით ჩვენც მოვახერხებთ და გავუწევთ მონიტორინგს კონკრეტული გეგმის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, ტყიბულის შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციებია - „დასკვნა გერმანულმა კომპანიამ ქართული ექსპერტების ჩართულობით დადო. ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც ეხება უსაფრთხოების და რისკების შეფასების სისტემის დანერგვას. ამაში შედის ტექნიკური საკითხები, ისეთი როგორიც არის ლიფტების მოწყობა და ასევე პერსონალის გადამზადება, ინფორმირება და აღჭურვა.“ შეხვედრას სამმხრივი კომისიის წევრების გარდა DMT-ის წარმომადგენლები და საქნახშირის ახალი მფლობელებიც ესწრებოდნენ. „ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ტერიტორიაზე და ჩავატარეთ მოკვლევა, მე პირადად გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას და ამის შემდეგ დავწერეთ აღნიშნული ანგარიში. მალე ახალ ანგარიშსაც მოვამზადებთ, რომელის დროსაც ფოკუსირება წარმოების ახალ ადგილებზე მოხდება, ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საკითხებზე და განვახორციელებთ მონიტორინგს, მოხდა თუ არა ამ საკითხების გადაჭრა. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ შახტაში უსაფრთხოების ნორმების იმპლემენტაცია მოხდება“, - განაცხადა კომპანია DMT-ის წარმომადგენელმა სტეფან პეტერსმა. „სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რომელიც მინდელის შახტაში მიმდინარე უსაფრთხოების სამუშაოების იმპლემენტაციას პერმანენტულად დააკვირდება და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. „ჩვენმა კომპანიამ გარკვეულწილად უკვე დიდი ნაბიჯები გადადგა ხარვეზების გამოსასწორებლად. გერმანული კომპანია იმისთვის ჩამოვიყვანეთ, რომ პროგრესის შესახებ ახალი დასკვნა მოამზადონ. ამასთანავე ქცევის წესების შედგენის კუთხით და აფეთქების მიმართულებით თურქი სპეციალისტებიც იქნა ჩამოყვანილი, რომლებიც კვირის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას. გერმანელი სპეციალისტები წლის ბოლომდე მოამზადებენ ახალ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება გამოსასწორებელი საკითხები და გაგრძელდება მონიტორინგი სპეციალისტების მიერ. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლებსაც დავატრენინგებთ. შემდგომ ეტაპი კი ახალი ტექნოლოგიით ნახშირის მოპოვება იქნება, რომლის იმპლემენტაცია 2 წლის განმავლობაში იგეგმება“, - განაცხადა „სტილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანი“-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩოჩიამ. სამმხრივი კომისიის შეხვედრას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო