ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან
08 ოქტომბერი, 2019

შეხვედრა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გლობალური ფონდის ახალ პორტფოლიო მენეჯერს, ტატიანა ვინიჩენკოს შეხვდა. მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო მათთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. საუბარი შეეხო აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებს.  განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.

გლობალური ფონდის წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით საქართველო სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა.

„გლობალ ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ ბევრს მიაღწია, ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული მიდგომები, როდესაც ისეთ თემებთან გვაქვს საქმე როგორიცაა აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და C ჰეპატიტი. მისასალმებელია რომ სამინისტრო ამ პროგრამების წარმატებისთვის აქტიურად მუშაობს. საქართველო ამ საკითხში სამაგალითოა“, - განაცხადა ტატიანა ვინიჩენკომ.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო