ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
07 ოქტომბერი, 2019

მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს მთავრობის პოზიციები, მიღწევები და სამომავლო გეგმები. მთავრობის ერთ- ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ  დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობები წარმოადგენს.

 მხარეებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთთან, როგორც  ცირკულარული შრომითი  მიგრაციის, ასევე  ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. უნგრეთის ელჩმა მინისტრს  გაუზიარა გამოცდილება უნგრეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებული დუალური განათლების შესახებაც.

ეკატერინე ტიკარაძემ სრული მზადყოფნა გამოთქვა უნგრეთის მხარესთან აქტიური თანამშრომლობის კუთხით.  

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო