ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრა გაამართა
06 ოქტომბერი, 2019

საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრა გაამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კორეელმა ექსპერტმა, ქართულ მხარეს, საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი თვლის, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს. პროფესორმა საქართველოში, ქართველ ექიმებთან ერთად ღვიძლის გადანერგვის 18 წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაატარა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი ექიმების გადამზადების, ასევე რთული ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებების საკითხს. მინისტრის თქმით, დოკუმენტაციაზე მუშაობა და პარტნიორი კლინიკების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ კორეელ ქირურგს 18 ქართველი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ჩართულობით ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.

შეხვედრას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტიც დაესწრო, რომელსაც კორეელ ქირურგთან ერთად არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

 

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო