ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
04 ოქტომბერი, 2019

მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იაკო აკასაკას შეხვდა. მხარეებმა უკვე  განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და 2020 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმის დანერგვას, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებას, დევნილთა საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართვასა  და სტატუსიდან საჭიროებაზე დაფუძნებულ დახმარებაზე გადასვლას ეხება.

მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი და მათი ღირსების შენარჩუნებაა. სიღარიბის დაძლევისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, შრომითი კუთხით მოტივირება და უნარჩვევების განვითარებაა.  ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა დასაქმების კუთხით რეფორმების გატარების მნიშვნელობას და ამ მიზნით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

შეხვედრას დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრო. ბესარიონ სიმონიშვილმა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ავარიულ შენობებში მცხოვრები დევნილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში  24  ნგრევადი ობიექტი იხურება, რამდენიმე თვეში  კი რეგიონებში 15 ობიექტი დაიხურება. დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წელს მინიმუმ 300 დევნილი გრანტს მიიღებს. განსახლების პროგრამის ფარგლებში დევნილებს 900-ზე მეტი ბინა გადაეცემათ თბილისში,  38 გორში, 25 ხაშურში. სოფლად სახლში პროექტის ფარგლებში ხდება 800-ზე მეტი ბინის შესყიდვა. 2020 წელს იგეგმება თბილისში 500 ბინის გადაცემა, ზუგდიდში - 720, წყალტუბოში - 560, ქუთაისში კი 420 ბინის მშენებლობა.

გაეროს წარმომადგენელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი  ქონების დაკანონების პროექტზეც მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში 698 შენობის აღწერა მოხდა, გაკეთდა აზომვითი ნახაზები და ეტაპობრივად, ამ საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა მიმდინარეობს.

შეხვედრის ბოლოს, იოკო აკასაკამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

 

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო