ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა
02 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების მიზნით მისაღებ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა იყო.

მხარეებმა იმსჯელეს კანონპროექტებზე, რომელიც ეხება მონიტორიან დანადგარებთან მომუშავე დასაქმებულთათვის მინიმალური სამუშაო სტანდარტების დადგენას, ორსული და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაოების განსაზღვრას, მაღალი რისკისშემცველი სექტორების პრიორიტეტულობის დადგენას, ორგანიზაციაში შესვლისა და შემოწმების იმ წესის განსაზღვრას, რომელიც ინსპექტირების პროცესში ჩართულმა სუბიექტებმა (როგორც შრომის ინსპექტორმა, ასევე რეგულირების ობიექტმა) უნდა დაიცვან ინსპექტირების დროს.

შეხვედრას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო