ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა
11 სექტემბერი, 2019

საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა

საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. სხდომაზე განხილული იყო საქართველოს მთავრობის  „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის“  შემდგომი იმპლემენტაციის საკითხი.

სტრატეგია განსაზღვრავს სექტორულ პრიორიტეტებს საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებით უახლოესი 5 წლის განმავლობაში და ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს.

„საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის“ იმპლემენტაციას კოორდინაციას გაუწევს „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების, საექთნო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, დარგობრივი ექსპერტები.

„საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს“ ფორმატში, ასევე, განხილული იყო სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, საექთნო საქმიანობასთან დაკავშირებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად აუცილებელი საქართველოს კანონპროექტის მომზადების საკითხი. აღნიშნულ კანონპროექტზე სამინისტრო მუშაობას  უახლოეს მომავალში დაიწყებს და ის საქართველოს პარლამენტს წარედგინება მიმდინარე წლის ბოლომდე.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო