ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თბილისის, ბათუმისა და რეგიონების სასწრაფო დახმარება  ერთიანდება
09 სექტემბერი, 2019

თბილისის, ბათუმისა და რეგიონების სასწრაფო დახმარება ერთიანდება

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს თბილისისა და ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურები უერთდება. - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას  სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებს. კერძოდ, რეგიონების მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ აწვდის, დედაქალაქში ქ. თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ოპერირებს, ხოლო ბათუმში - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.

აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. ცვლილებები მიზნად ისახავს თანამედროვე, ერთიანი სისტემის დანერგვას, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და პაციენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.

„ყველა ქმედება მიმართული იქნება ეფექტური მართვისკენ. ჩვენი სამიზნეა პაციენტი და მისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრების, როგორც ფინანსური, ისე სამუშაო პირობები იყოს ღირსეული და მათ მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის შესაბამისი. ასევე, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების ფონზე, თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

სასწრაფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. დღეიდან კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები ყველა შესაბამის რგოლთან დაიწყება.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო