ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს
04 სექტემბერი, 2019

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს.
მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში სამინისტროს ოთხივე მიმართულება მიმოიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. შეიცვლება დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ტარიფიკაციის მიზანია, კერძო სექტორმა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ აღარ მოახდინოს სერვისების განფასება. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას.
ასევე, პრიორიტეტულია ონკოლოგიური დაავადებების მართვის გაუმჯობესება. იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მაღალია მკურნალობის მიზნით ჩვენი მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებელი, დაგეგმილია მოლაპარაკებების წარმოება, რათა სამომავლოდ კლინიკებმა შეღავათიან ფასად გაუწიონ სამედიცინო მომსახურება ქართველ პაციენტებს. ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს პაციენტის და სახელმწიფოს ხარჯებს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანა იყო და მომავალშიც დარჩება ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2012 წლამდე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, სამედიცინო საჭიროებების საკუთარი ფინანსებით დაკმაყოფილება. 2013 წლიდან ამოქმედებულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, აღნიშნული გამოწვევა დაძლია და დღეს მოსახლეობას აქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. მინისტრობის კანდიდატმა სისტემაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით, შესაძლებელია როგორც დაავადებების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსების დაზოგვა სახელმწიფოს მიერ პაციენტის სასარგებლოდ. ამ გამოწვევის საპასუხოდ არსებობს კონკრეტული სტარტეგია, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 2020 წლიდან განხორციელდება მათი უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.
საქართველოს ხელისუფლება შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, უპირველეს ყოვლისა სათანადო საკანონმდებლო ბაზის პრაქტიკაში სრულყოფილად დასანერგად. სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის მიმართულება იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი.
რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ის დაეფუძნება ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათში დასაქმების მოტივაციის გაზრდას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომავალი თაობის კეთილდღეობა.
საქართველოს ხელისუფლება გაატარებს აქტიურ ღონისძიებებს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკო-მიგრანტების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მოხდება მათი დასაქმებისა და მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა. ყოველივე ეს ემსახურება იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის თვითრეალიზების ხელშეწყობას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო