ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან
30 აგვისტო, 2019

შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი ხედვა, ქვეყნის  სადაზღვევო სექტორში არსებულ მდგოამრეობასა და საჭირო ცვლილებებზე. დღევანდელ შეხვედრაზე კი, ეკატერინე ტიკარაძემ მოისმინა სადაზღვევო კომპანიების მიერ გაკეთებული ანალიზი და შეჯერებული პოზიციები სახელმწიფოს მეირ  დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელიც  უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევას, ასევე  ტურისტების სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევას საქართველოში. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება სადაზღვევო კოპმანიების სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრულ ვადაში სამინიტროში წარმოადგენენ უფრო დეტალურად გაწერილ გეგმას, თუ რა პირობებს შესთავაზებენ მოქალაქეებსა და ტურისტებს, ასევე თუ რა პრინციპით მოხდება პროცესის ადმინისტრირება.

  დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ამაღლდეს ქვეყანაში დაზღვევის ხარისხი, მოქალქეები და ვიზიტორები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილნი სამედიცინო მომსახურებით, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილებსა და კურორტებზე უბედური შემთხვევების დროს.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო