ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა
30 აგვისტო, 2019

დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.  მისი განცხადებით, სამინისტრომ უკვე დაიწყო საინფორმაციო კამპანია  ყველა იმ ღონისძიებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც  დევნილთა  განსახლების  მიმართულიებით  ხორციელდება. ორშაბათიდან იწყება აპლიკაციების მიღება ზუგდიდის ბინებზე.  უახლოეს მომავლში  განაცხადების მიღება  თბილისისა და ქუთაისის  ბინებზეც დაიწყება.

„ბოლო დროს,  საეჭვოდ  გააქტიურდნენ  პირები,   რომელთა  წაქეზებითა და  ხელშეწყობითაც  დევნილთა  გარკვეული  ჯგუფები აქტიურად   იჭრებიან  კერძო თუ სახელმწიფო  საკუთრებაში არსებულ ფართებში და  უკანონოდ   იკავებენ.  იძულებით გადაადგილებულმა პირებმა  კარგად იციან  N320 ბრძანებაში არსებული   ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს,   რომლებიც  თვითნებურად, უკანონოდ  იჭრებიან   სხვის კერძო საკუთრებაში,   ვაფრთხილებთ, რომ მოხდება   მათთვის  დევნილის შემწეობის შეწყვეტა   და უარს მიიღებენ  ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ  დევნილ მოსახლეობას,  ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ  ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით,  რადგან  ყოველ ასეთ  შემთხვევას, მოჰყვება  კანონით  გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.ნუ ენდობით მათაც,  ვინც  გარკვეული საფასურის  გადახდით, გპირდებათ  ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ  მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ   ასეთი ქმედებისგან  და  დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას  სექტემბრის  დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით,   რომ ბინების განაწილების პროცესი  წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად.”- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო