ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
29 აგვისტო, 2019

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ყანობში ახალაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზაც მოინახულეს. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით  ადგილობრივი მოსახლეობა უკვე სარგებლობს. ყანობში რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც აშენდა.  აღსანიშნავია, რომ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება  არასოდეს ყოფილა.

ასევე, დაგეგმილია სოფლების - გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა  გორისციხის ამბულატორიას. მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. კეთილმოეწყობა სკვერი სოფელ ფხელშეში. უახლოეს პერიოდში დაიწყება  რიტუალების სახლის რეაბილიტაცია სოფელ ტყარშეტში.

შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს  მხარდაჭერა აღუთქვეს და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და პარლამენტის დეპუტატები - ზაზა გაბუნია, მირიან წიკლაური და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო