ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილებისთვის ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება
27 აგვისტო, 2019

დევნილებისთვის ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ  ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც  დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე,  მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც, ჯამში,  ბინა 960 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესიც, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ. 

ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან  60-თბილისში, 60-ქუთაისში და 60-ზუგდიდში მდებარეობს. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ,  2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ.  

ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ  იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო