ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა ქანდისა და მუხრანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს
23 აგვისტო, 2019

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა ქანდისა და მუხრანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლების - პატარა ქანდისა და მუხრანის საჭიროებებს გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები დეტალურად მოისმინეს, მათთან ერთად შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობა შეაფასეს და  სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. განიხილეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

სოფელ მუხრანში, გასულ წელს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. ბაღში სკოლამდელ განათლებას მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 180-მდე აღსაზრდელი იღებს. მიმდინარეობს პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო ეზო და მინი სტადიონი. სკოლის მოსწავლეები განახლებული ინფრასტრუქტურით მომავალი წლიდან ისარგებლებენ. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხრანის კულტურის სახლს. რამდენიმე თვის წინ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრიც გაიხსნა. მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს 200-ზე მეტი სერვისით და 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით ისარგებლოს. ცენტრში ასევე მოქმედებს ციფრული და ბეჭდური წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს პატარა ქანდაში მისასვლელი გზის მოასფალტება. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო შიდა გზები ორივე სოფელში.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო