ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ბულგარეთთან შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა
22 აგვისტო, 2019

ბულგარეთთან შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა და საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი; ხოლო ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ლაზარ ლაზაროვი. შეხვედრისას, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულების ტექსტზე და სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი ძალაში შესვლა, რაც შემდეგომ ეტაპზე ითვალისწინებს მხარეთა მუშაობის გაგრძელებას ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო