ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები
13 აგვისტო, 2019

სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები

ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 30 ობიექტი.

 

1. შპს „ნიუ გრუპ პლიუსი“

2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი

3.  შპს ,,იმფაირ ბილდინგ“

4. შპს ,,პლატინიუმ ვაზისუბანი“

5. შპს ,,ორჯ ორთაჭალა“

6. შპს „სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე“

7. შპს ,,ეს დი ჯი“

8. შპს ,,სან დეველოფმენთი“

9. შპს ,,თორი“

10. შპს ,,ბალავარი პროპერტის“

11. შპს ,,ჯეო ქონსტრაქშენი“

12. შპს ,,ჰაუსარტ-ლუქსი“

13. შპს ,,საბურთალო პალასი“

14. შპს ,,იუნიქსი“

15. შპს ,,ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“

16. შპს ,,ქიაჩელი რეზიდენსი“

17. შპს ,,აგორა“

18. შპს ,,ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017“

19. შპს ,,კიკვიძე 1’’

20. შპს  ,,რესტარტ’’

21. შპს ,,ტჯ ჯგუფი’’

22. შპს ,,ვესადენი“

23. შპს ,,ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“

24. შპს ,,ლუქსორ აპარტამენტები“

25. შპს ,,მწვანე სახლი’’

26. შპს ,,ჯორჯიან ფექიჯინგი“

27. შპს ,,ემ დე კა+‘’

28. შპს ,,სოლოლაკი რაიზ“

29.  შპს ,,დ+დ“

30. სს ,,ეს ჯგუფი“

 

 შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი  ძირითადი დარღვევები:

✔რისკების შეუფასებლობა;

✔სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;

✔დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);

✔არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;

✔ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;

✔ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;

✔აღჭურვილობის გაუმართაობა;

✔შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;

✔მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;

✔ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

 

 

30-ივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა,  ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი,  ხოლო  21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 605 500 ლარის ოდენობით.

 

ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს,  ჯამში 12 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 86 ობიექტი.

 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო