ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური  სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობას შეხვდა
08 აგვისტო, 2019

მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიონში, არშასა და გარბანში მოსახლეობას შეხვდა და მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრა ჰეპატიტის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე, მიმოიხილა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები. 2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ახლახანს დასრულდა სოფელ სიონში ამბულატორიის რეაბილიტაცია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო რეგიონისთვის რეანომობილის გადაცემის საკითხს. ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა დასახლებას მოიცავს.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო