ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრი  ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
11 ივლისი, 2019

მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანდაცვის სისტემებზე წვდომის განვითარების პერსპექტივები და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. შეხვედრის დასასრულს ჯანდაცვის მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მზადყოფნა გამოთქვა. საერთაშორისო კონფერენცია - „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები” დღეს გაიხსნა და 12 ივლისს დაიხურება.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო