ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორთან
11 ივლისი, 2019

შეხვედრა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელს ანდრეა ამონს შეხვდნენ.  

შეხვედრის მიზანი მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავალი ურთიერთობების ახალი გზებისა და მიმართულებების განხილვა იყო.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან (ECDC) და ჩართულია სამ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაში, როგორიცაა ეპიდემიოლოგიური საინფორმაციო სისტემა საკვებითა და წყლით გადაცემადი დაავადებებისა და ზოონოზების თაობაზე, საფრთხეების გამოვლენის პლატფორმა და ევროპის ეპიდზედამხედველობის სისტემა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ორმხრივი პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილის თქმით,  ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული მხარის ინტენსიური ჩართულობა ევროპის საგანმანათლებლო პროგრამებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით.

 „ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო გეგმებზე და ნაბიჯებზე, რომელიც გვაქვს გადასადგმელი სამომავლოდ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში.  საუბარი იყო სამ მიმართულებაზე, რომელთაგან მთავარია განათლება, ასევე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების საკითხზე განათლების კუთხით.“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა  ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი გზაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან რამოდენიმე მომართულებით, მათ შორის ინფექციური დაავადებების კუთხით. იმედია, დღეს ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას კიდევ სხვა მიმართულებითაც. როგორიცაა, ადამიანური რესურსის განვითარება, ახალგაზრდა სპეციალისტების მეტი ჩართულობა ევროპულ სასწავლო, სატრენინგო პროგრამებში და გამოცდილების გაზიარება ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე ზედამხედველობის დახვეწის კუთხით. ვფიქრობ,  ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ერთ-ერთი გზაა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და მეტი გამოცდილების გაზიარების.“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ მზად არის გააძლიეროს შემდგომი თანამშრომლობა.  

„ჩვენ დღევანდელ შეხვედრას დიდი ხანია ვგეგმავდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. დღეს გნვიხილეთ სწორედ ის საკითხები, რომლის ირგვლივ ვაპირებთ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩვენთვის ასევე შესამჩნევია და მისასალმებელია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის. ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდებით და შემიძლია ვთქვა,  რომ ევროკავშირს ბევრი რამის სწავლა შეუძლია საქართველოსგან.“- განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა.

შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ მადლობა გადაუხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორს ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის.

 

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო