ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
08 ივლისი, 2019

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა.  ჯანდაცვის მინისტრმა საელჩოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა  ვიზიტისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. „ჩემთვის დიდი პატივია მინისტრის რანგში პირველად სწორედ აშშ-ს საელჩოს  ვუმასპინძლო. ამერიკა უკვე მრავალი წელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდს  გაუზიარა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პრიორიტეტები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა, იყო და რჩება ქვეყნის მთავარ მიმართულებად. „ამერიკის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით  ამ უნიკალური პროგრამის შექმნა, რომლითაც უკვე 60000-მდე ადამიანმა ისარგებლა და ამავდროულად პაციენტების   განკურნების უმაღლეს მაჩვენებლებს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, რათა სრულად მივაღწიოთ პროგრამის მთავარ მიზანს-ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას“-განაცხადა  მინისტრმა.  

ეკატერინე ტიკარაძემ  ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობის სიმბოლოს-ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრმა  მადლობა გადაუხადა აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრმა განაცხადა, სააგენტო 3 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს მუშაობას ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების გაძლიერებისთვის, რაც ასევე უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის სამედიცინო კადრების მომზადებისთვის.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის შეინარჩუნოს თანამშრომლობა და  ამის საფუძველი წლების განმავლობაში  ქვეყნებს შორის ურთიერთობის  წარმატებული გამოცდილებაა. ელიზაბეთ რუდმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო საქართველოში   შრომისა და შრომითი  უსაფრთხოების მიმართულებით  თანამშრომლობას, რომლის მიზანი საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ხელშეწყობაა.  მან ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის რობერტ რედფილდის ვიზიტზე, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს რეგიონულ ჰაბად ქცევის დიდი შესაძლებლობა. 

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს და გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და სამომავლო პროექტების ერთობლივად განხორციელებისათვის. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო