ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე რეზიდენტებს შეხვდა
04 ივლისი, 2019

ეკატერინე ტიკარაძე რეზიდენტებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა იმ რეზიდენტებს შეხვდნენ, რომლებიც დიპლომისშემდგომი მზადების კურსს პრიორიტეტულ მიმართულებებში გაივლიან. მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და რეზიდენტურის დაფინანსებასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეცილობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველთა (100 000ქულამდე) სარეზიდენტო მზადება. პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა. შეხევადრას რეზიდენტების გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო