ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საერთაშორისო კონფერენცია-,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“
26 ივნისი, 2019

საერთაშორისო კონფერენცია-,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“

სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაში ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებვული ტერიტორიებიდანდ დევნილთრა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია სიტყვით გამოვიდა. ,, 2019 წლის 12 აპრილს დამტკიცდა N190 დადგენილება „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“. კომისიის მიზანია საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის და ასევე ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება. სამთავრობო კომისია ინტერსექტორულია და მომდევნო წლის განვალობაში იმუშავებს რათა ჩამოაყალიბოს მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები და მათი გადაჭრის ინსტიტუციური მექანიზმები, შესაბამისი ფინანსური ასპექტების გათვალისწინებით„ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. ორდღიან ღონისძიებაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ინტერაქტიური დისკუსია წარიმართა თემებზე: შესრულების რომელი ძირითადი ინდიკატორები შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმების და სტრატეგიების შესამუშავებლად, რომელი ძირითადი ინდიკატორები შეესაბამებიან მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებს და სტრატეგიებს და როგორ ასახავენ შესრულების ძირითადი ინდიკატორები ურბანული განვითარების გამოწვევებს ადგილზე. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში, რომელიც მოიცავს 11 მიზანსა და 169 ამოცანას. მიზნები, შესაბამისი ამოცანებით იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივ დაცვას, ასევე, პირობების შექმნას მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობისა და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა. ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამა (UN HABITAT) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივას“ ორგანიზებით იმართება.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო