ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა DTRA-ს წარმომადგენლებთან
25 ივნისი, 2019

შეხვედრა DTRA-ს წარმომადგენლებთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა უწყვეტი სამედიცინო განათლება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს BMJ-ის საგანმანათლებლო პლატფორმის სამომავლო გეგმები. DTRA-ს პროგრამების პორტფოლიო მენეჯერის დენის მუშულინის განცხადებით, სააგენტო აქტიურად აგრძელებს სამინისტროსთან თანამშრომლობას და 3 წლიანი პროექტის ფარგლებში ქართველი ექიმებისთვის, უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველსაყოფად კვლავ დააფინანსებს 15 000-მდე პროგრამას, BMJ-ის საგანმანათლებლო პორტალზე. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა და მადლობა გადაუხადა უკვე განხორციელებეული პროექტებისთვის. მინისტრის განცხადებით სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ სამედიცინო განათლება და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფაა. ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან (BMJ) თანამშრომლობის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის დაიწყო, ამჟამად კი დაგეგმილია პროექტის კიდევ უფრო გაფართოება გადაუდებელი დახმხარებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო