ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შრომის უსაფრთხოების დაცვის კვირეული საქართველოში
25 ივნისი, 2019

შრომის უსაფრთხოების დაცვის კვირეული საქართველოში

საქართველოში შრომის უსაფრთხოების დაცვის კვირეული მიმდინარეობს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მოწვეულმა ევროპელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართულებით, შრომის ინსპექტორებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს გაუზიარეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. ღონისძიების მიზანია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შრომითი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, ეფეტქური ზედამხედველობისა და სააღსრულებო სისტემის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ საფრანგეთის შრომის და დასაქმების სამინისტროს, შრომის ინსპექციის კონტროლის განყოფილების უფროსი, უნგრეთის პროფკავშირების კონფედერაციის საერთაშორისო მდივანი და პოლონეთის შრომითი უფლებების დაცვის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. ევროპელმა ექსპერტებმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვენელოვანი საკითხები, როგორიცაა შრომითი პირობები, შრომის უსაფრთხოების მართვა, რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების მოკვლევა და ანგარიშგება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „ევროპული ბიზნეს ასოციაცია “. შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის Sociux+ ფარგლებში შედგა.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო