ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
07 ივნისი, 2019

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის შედეგები იყო წარმოდგენილი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 
2018 წლის შედეგების ანალიზის მიხედვით, ორსული ქალების 90%-ზე მეტი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის დაწესებულებას მიმართავს, რაც პერინატალური რეგიონალიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. 

ქვეყნის მასშტაბით პერინატალური სერვისის მიმწოდებელი საერთაშორისო სტანდარტის 78 დაწესებულება ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ დაცულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი.
ქვეყნის სამ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სელექტიური კონტრაქტირება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც კლინიკას შესაბამისი დონე უნდა ჰქონდეს მინიჭებული და მშობიარობების რაოდენობა მინიმუმ 750-ს უნდა აღწევდეს. 
ასევე, დაიხვეწა სტატისტიკის წარმოების პრინციპიც. ფუნქციონირებს დაბადების და გარდაცვალების რეგისტრი.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია. სხდომას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო