ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ექიმ-ენდოკრინოლოგებს შეხვდა
06 ივნისი, 2019

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ექიმ-ენდოკრინოლოგებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ექიმ-ენდოკრინოლოგებთან შეხვედრა გამართა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის სიახლეები დეტალურად გააცნო. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მათ დეტალურად განიხილეს პროგრამის განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მედიკამენტებზე მოსახლეობის ხემისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამ მიზნით 2017 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშნელოვანია სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური ჩართლობა, მათ უნდა იმუშაონ პაციენტებთან პროგრამის მნიშვნელობის და მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები უკვე განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება. ვფიქრობ, ამ ტიპის შეხევდრები ძალიან გააქტიურებს ოჯახის ექიმების სპეციალისტებთან კონსულტაციას და გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს, ასევე მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლეობას პროგრამის ბენეფიციარებისთვის.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმ-ენდოკრინოლოგები ესწრებოდნენ.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო