ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა
01 ივნისი, 2019

დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა. კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტს ადგილზე გაეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა. პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარით და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი. დასაქმდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე იზრუნებენ. მოამზადებენ ბავშვებსა და მშობლებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე, უზრუნველყოფენ განმავითარებელ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ინტერვენციებს. თამაშის საშუალებით, სპეციალისტები დაეხმარებიან პატარა პაციენტებს ზრდა-განვითარებაში და ასწავლიან სტრესთან გამკლავების მეთოდებს. ამისთვის ფსიქოლოგებმა შესაბამისი სწავლება 6 თვის განმავლობაში გაიარეს და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება ამერიკელი კოლეგებისგან გაიზიარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომზადდა ქართულენოვანი გაიდლაინიც. სამომავლოდ, პროექტი სხვა ბავშვთა განყოფილების მქონე კლინიკებშიც დაინერგება. პროექტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფონდ - „Standish Foundation for Children“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო