ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა ორგანოთა გადანერგვის საკითხებზე
14 მაისი, 2019

შეხვედრა ორგანოთა გადანერგვის საკითხებზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 13-17 მაისს, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანია ორგანოთა გადანერგვის სფეროში მომზადებული, ევროდირექტივებთან თავსებადი ახალი კანონპროექტების შეფასება და გადახედვა. აღნიშნულ პროცესში სამინისტროსთან ერთად ჩართულია, დარგის ექსპერტები, ტრანსპლანტაციის ეროვნული საბჭოსა და საქართველოს ტრანსპლანტაციის ასოციაციის წევრები. სამუშო შეხვედრის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ტრანსპლანტაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების ოფიცერს შეხვდა. ზაზა ბოხუამ, დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას, საქართველოში ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით მიმდინარე პროცესისი აქტიური მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის დელეგაციისა და სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი გახდება. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოში გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტივები, მათ შორის ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით. აღნიშნული დირექტივების იმპლემენტაციის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან - ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო