ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრის მოადგილის შეხვედრა იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან
06 მაისი, 2019

მინისტრის მოადგილის შეხვედრა იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ, ან განახევრებულ ფასად უკვე 5 სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ, ესენია: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს უკვე 118 აფთიაქი ემსახურება. ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. „პროგრამის მოცვა გაფართოვდა და დღეისთვის უფრო მეტ აფთიაქში გაიცემა მედიკამენტი, ვიდრე აქამდე გაიცემოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის გაზიარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმებისთვის და ასევე მათი მხრიდან იმ გამოწვევების გაცნობა, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ამ მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა პირველად ჯანდაცვაში ქრონიკული დაავადებების მართვასთან დაკავშირებით ძირითად გამოწვევებზე და ასევე იმაზეც, რამდენად შეიძლება პროგრამის ეფექტური და წარმატებული გამოყენება რათა გაუმჯობესდეს ქრონიკულ დავადებებთან დაკავშირებული შედეგები, კერძოდ, ჰიპერტენზიის მართვის გაუმჯობესება, შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება, ეპილეფსიის, პარკინსონის და ბევრი სხვა დაავადების." - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადება. პროგრამის მოსარგეებლეები არიან:

✓ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;

 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ:

✓  საპენსიო ასაკის მოქალაქეები

✓ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;

✓ პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;

✓ ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100-ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს. შეხვედრას იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები და სოფლის ექიმები ესწრებოდნენ.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო