ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
აცერი და დაიცავი-ევროპის იმუნიზაციის კვირეული გრძელდება
22 აპრილი, 2019

აცერი და დაიცავი-ევროპის იმუნიზაციის კვირეული გრძელდება

საქართველოში, სლოგანით „აცერი და დაიცავი“ ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმუნიზაციის როლის შესახებ. „დღეს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანაში, დაიწყო იმუნიზაციის კვირეული, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივაა და მისი ამოცანა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ხაზგასამაა. იმუნიზაცია არის ისეთი ჯანდაცვითი ჩარევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა“-აღნიშნა დავით სერგეენკომ მედიასთან საუბრისას. ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წითელას გავრცელებას საქართველოსა და მსოფლიოში. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, წითელასთან დაკავშირებული საფრთხეები ჯერ არ ამოწურულა და საჭიროა მოსახლეობის აქტიური ვაქცინაცია. მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას, ვინც არ არის დარწმუნებული წითელაზე სრულად არის თუ არა ვაქცინირებული, აუცილებლად მიმართოს იმუნიზაციას. პრესკონფრენციის ბოლოს, აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაციის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია ჩატარდა. აპლიკაცია მომხმარებელს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას განხორციელებული და გეგმით გათვალისწინებული აცრების შესახებ. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჩატარებული აცრების ისტორიის ბეჭდვა, რომელიც მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს საჭიროების ადგილზე. ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური საინფორმაციო ღონისძიებები.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო