ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი აშხაბადში
12 აპრილი, 2019

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი აშხაბადში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ თურქმენეთში, ქ. აშხაბადში არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიების მიზანი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის  ინფორმაციის გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. შედგა ორმხრივი შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებთან. ასევე, გაიმართა სესიები თამბაქოს კონტროლისა და კიბოს პრევენციის მიმართულებით, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო ინდუსტრიის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე წლის 9-10 აპრილს გაიმართა.

ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები,  52 ქვეყნის დელეგატი და საართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო