ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დავით სერგეენკო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
11 აპრილი, 2019

დავით სერგეენკო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქ. ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოხსენებაში - „პარტნიორობის მნიშვნელობა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისთვის“ - ხაზგასმული იყო პროგრამის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მაღალი მზაობა და მხარდაჭერა, მედიკოსთა პროფესიონალიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი  გაუსვა  მყარი და ქმედითი პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-ის მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“, ინოვაციური დიაგნოსტიკის ფონდისა და  ტექნიკურ მრჩეველთა გუნდის მიმართ. მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

სესიაზე, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმო,  საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით.

საერთაშორისო კონგრესი ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASL) ორგანიზებით ტარდება და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ჯანდაცვის სფეროში. კონგრესს დარგის საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო