ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2019
05 აპრილი, 2019

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2019

5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წელს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნების ლიდერებს  მოსახლეობის საყოველთაო მოცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯისკენ - პირველად ჯანდაცვაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმოს ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვების დანერგვა, სოციალური მომსახურების საააგენტოს რეორგანიზაცია არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი.

შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს  საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში უმსაპინძლა, სადაც ჯანმოს ექსპერტებს ადგილზევე გააცნო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა საქმიანობა. ასევე, დაწესებულებაში მოეწყო ქრონიკული დაავადებების სამკურანლო მედიკამენტების  პროგრამის კუთხე, რათა მოქალაქეებს მიეღოთ დეტალური ინფორამცია სამინისტროს მიერ ანაზღაურებადი მედიკამენტების შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ევროპის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ არ აქვს საკმარისი წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებზე. სამედიცინო სერვისებისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის საჭირო თანხები მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ევროპის რეგიონის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობისთვის. ევროპის 24 ქვეყნის ჯანდაცვაზე დანახარჯების შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახების 9%-ს სამედიცინო სერვისებისთვის თანხის გადახდის შემდეგ აღარ რჩება სხვა მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების რესურსი. განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვანი მოსახლეობა, ყველაზე მეტად განიცდის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხშირად სრულადაც ვერ იღებს საჭირო სერვისებს.

„საქართველოს მთავრობა ატარებს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რათა შეამციროს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და მუდმივი სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც 2018 წელს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90% -ის სამედიცინო სერვისები დააფინანსა.  პირველად ჯანდაცვას აქვს სასიცოცხლო როლი სამედიცინო სერვისებზე ფართო  წვდომის უზრუნველყოფის საკითხში”-ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაში.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო