ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალი პროექტი იწყება
01 აპრილი, 2019

დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალი პროექტი იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო თბილისში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.

2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები  სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.

სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს.

შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე  დამატებით 10კვ.მ. 

პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი -  თამარაშვილის ქ. N15ა;
  • ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106;
  • ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.
დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო