ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
13 მარტი, 2019

გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ზუგდიდში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი,  დამატებით 240 ბინის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ზუგდიდში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე,  საბავშვო ბაღების შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც შეხვდა.  მინისტრის მოადგილის განმარტებით,  სამინისტრო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხს განიხილავს. გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღების სარგებლობაში დაბრუნდება.

სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი  ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან,  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა  და  იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ  ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო